მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი ონის კასკადზე: მდინარე რიონი მილში არ მოექცევა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2020

"ყველა ფაქტი, რომელიც მედიით ონის კასკადის შესახებ საზოგადოებისთვის იყო მიწოდებული, არის ტყუილი. პირველ რიგში იყო საუბარი, რომ ფეთქდებოდა მთები და დაკარგებოდა მდინარე რიონი. პროექტში არც ერთი არ არის გათვალისწინებული",- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ონში მიმდინარეობს მხოლოდ 8 მ-იანი კასკადის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ დიდი გენერაციის საშუალებას იძლევა.

"გარემოსდაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში ბსოლუტურად გათვალისწინებულია. გადაწყვეტილებას რამდენიმეწლიანი შესწავლა უძღოდა წინ, რომელიც დაკავშირებული იყო სეისმოლოგიასთან, მეტეოროლოგიასთან და ჰიდროლოგიასთან",- აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, სამინისტრო მდინარე რიონის მთლიანად მილში მოქცევას მხარს არ და ვერ დაუჭერდა, სამუშაოების შედეგად ასევე არ მოხდება ზემოქმედება რაჭის მინერალურ წყლებზე.

"მდინარე რიონი ისეთი წყალუხვია, რომელიც მოვარდნებითაც ხასიათდება და ჰიდროლოგებს ძალიან კარგად ესმის, რომ მთლიანად რიონის მილში მოქცევა არანაირად არ იქნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი და ეს არც არის გათვალისწინებული. პირიქით, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და ეკოსისტემას შევინარჩუნებთ აუცილებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში აშენდება ჰესი. ასევე, ჰესის აშენების პირობაა ის, რომ ის მინერალური წყლები, რომლებიც რაჭაშია და რომლითაც რაჭა ამაყობს, უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი და არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ უნდა ჩატარდეს ისე, რომ რაიმე ტიპის ზემოქმედება მოხდეს წყლებზე. დეზინფორმაცია, რომელსაც ვისმენთ, არის უპასუხისმგებლო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.