მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკოს და ფაშინიანს რუსული გაზის ფასი არ მოსწონთ

სომხეთი, ბელარუსი, რუსეთი, გაზი, ფასი

ბელარუის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ ენერგომატარებლებზე ფასები განიხილეს და განაცხადეს, რომ ბუნებრივი გაზის ფასი ძალიან მაღალია.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრეს–სამსახური ავრცელებს.

მხარეების მტკიცებით, რუსული ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო საბაზრო ფასებზე ბევრად მაღალია, წერს რუსული სააგენტო „ტასს“.

„კლეკსანდრ ლუკაშენკომ და ნიკოლ ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილეს ბუნებრივ გაზზე აწეულ ფასებზე და აღნიშნეს, რომ ეს ტარიფი არ შეესაბამება მსოფლიო დონეს და ზოგადად შექმნილ ვითარებას“, – იუწყება ბელარუსის ლიდერის პრეს–სამსაური.

ლუკაშენკომ და ფაშინიანმა არსებულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის ფუნქციონირების საკითხები განიხილეს.