"მოვუწოდებთ დამსაქმებლებს დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოსგან 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი უნდა მიიღონ, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში და ამ ინფორმაციის წარდგენა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დამსაქმებელს მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე შეუძლიათ.
"ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება, იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ სხვა. მათ პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ თანამშრომელთა საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება. ამავდროულად, იცით, რომ მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის ვადა და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს - აღნიშნული კომპენსაცია ერგებათ მათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და დღეს, ხელფასი აღარ ერიცხებათ", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას შორის შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალიდან შეიარაღებული ძალები მთლიანად გაიყვანა. ამის შესახებ militarytimes.com იუწყება.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება.
კასპში 2 პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს გიორგი მენაბდიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნაქთვამი.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის საქმეზე სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დაასრულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პარტია „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ მიერ დაწყებულ შიდა ოპოზიციურ კონსულტაციებს გამოეხმაურა.
2021 წლის 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო მზად არის იმისთვის, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა შემოიტანოს.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მომსახურე პერსონალის შრომისა და დასვენების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ტიპის ხის კოტეჯები მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.