მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაჭავარიანი: კომპანიებს, რომლებსაც საქმიანობა ეზღუდებათ, მოვუწოდებ დასაქმებულებზე ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდონ

ივანე მაჭავარიანი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე

„მოვუწოდებ კომპანიებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, დასაქმებულების შესახებ  მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, იმ სფეროებში, სადაც შეიზღუდა საქმიანობა მთავრობა დასაქმებულებს 300 ლარიან კომპენსაციას გადაუხდის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანხის გაცემა მოხდეს წლის ბოლომდე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა, გადასახადის გადამხდელმა პირებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ - იქნება ეს ღია თუ დახურული ტიპის ბაზრობებზე, სხავადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებსა თუ რესტორანში დასაქმებული ადამიანები.

შემოსავლების სამსახურის ბაზებით ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით გადამხდელებს, რომ რაც შეიძლება მარტივად მოხდეს ამ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისად, დროულად დაიწყოს ამ თანხების გადახდა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას - მაქსიმალურად სწრაფად და ზუსტად მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. დეტალები იქნება გაწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ და უახლოეს დღეებში მოგახსენებთ მის ტექნიკურ ნაწილს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში კორონავირუსის გავრცელების გამო დამატებითი შეზღუდვები წესდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 300 ლარი და სესხის გადავადება უმუშევრად დარჩენილებისთვის

🔴 200-ლარიანი დახმარების პროგრამა კვლავ ამოქმედდება