მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაჭავარიანი მეწარმეებს: Covid-19-ის გავრცელებისთვის გახსნა საკმარისი იქნება, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

„მინდა ყველა მეწარმეს ვუთხრა - თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის, რესტორნის, სასტუმროს ანდა სხვა ობიექტის მფლობელს, რომ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნის შემთხვევაში შემოსავალი მოემატება, ცდება. ასეთ შემთხვევაში, ტურისტების ძალიან მცირედი ნაკადი გვეყოლება, რაც საკმარისი იქნება კორონავირუსის გავრცელებისთვის, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რომ რამე მატერიალური სიკეთე მოიტანოს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, Covid-19-ის გავრცელების პირობებში, შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რაც გამოიწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

„Covid19-ის გავრცელების პირობებში, ისე შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რომ ჩვენ რეალურად გავაუარესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას. დღეს, ჩვენი ეკონომიკა მცირდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, ვფიქრობთ, -6%-ზე ავა, მაგრამ ამ ტიპის უკონტროლო გახსნის შემთხვევაში, იქნება -7% ან - 8%. ჩვენ ეს ყველაფერი დათვლილი გვაქვს. სწორედ ამით არის გამოწვეული ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს საზღვრების გახსნის მიმართ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბარში.