მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია მოქალაქეებს დავეხმაროთ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ფინანსური ამოცანების გადაწყვეტაში

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჟურნალისტებთან

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ორმილიონიანი პაკეტი ეკონომიკის გარკვეული სექტორების მხარდაჭერას მოხმარდება, მათ შორისაა ტურიზმის ინდუსტია.

"ამ პაკეტის ფარგლებში მოხდება საბანკო სესხის სუბსიდირება 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის და გადავადდება საშემოსავლო და ქონების გადასახადი, ასევე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულია დღგ-ის დაბრუნება 600 მილიონ ლარამდე, რომელიც არამხოლოდ ტურისტულს, ყველა სახის ბიზნესს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს და შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილებს", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის დაწესებული სხვადასხვა შეღავათის გარდა, მთავრობამ შეიმუშავა კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც 1 200 000 ოჯახისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყლის საფასურის გადახდას, ხოლო 671 000 ოჯახისთვის გაზის დავალიანების დაფარვას ითვალისწინებს. 

"ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელსაც მთავრობა სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს ამ კრიზისის დასაძლევად. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ძალიან გვიჭირს და უჭირს მთელს მოფლიოს. დიდი ქვეყნებიც კი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტები ვერ ახერხებენ განსაზღვრონ თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, კონკრეტულად რომელ სექტორებზე და როგორ აისახება ეს გამოწვევა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის მიერ შეთავაზებული პაკეტები თავისი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის მიმართულია იქეთკენ, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ფინანსური ამოცანების გადაწყვეტაში", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.