მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: ვმუშაობთ ბიზნესსესხების საგარანტიო პაკეტზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრიფინგი 2019

"კომერციულ და ეროვნულ ბანკთან ერთად ვმუშაობთ ბიზნესისთვის სესხების საგარანტიო მექანიზმზე, რათა ისეთი კონკრეტული პაკეტები იყოს შემუშავებული, რომელიც სხვადსახვა ბიზნესების გამოწვევებზე პასუხს უზრუნველყოფს. ეს პაკეტი ასევე არის 2 მლრდ ლარის ნაწილი, საკრედიტო პორტფელის გადაზღვევისთვის",- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბანკებისა და ბიზნესებისთვის მნიშვლელოვანია გარანტია, რომ ახალ სესხებს გადახდის უზრუნველყოფა ჰქონდეთ.

"ვმუშაობთ იმაზე, რომ მას შემდეგ რაც ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება და ბიზნესი ახალ სესხებზე ფიქრს დაიწყებს, ასეთ საბანკო სესხებს მთავრობა დავუდგეთ გვერდში და მეტი დარწმუნებით აიღონ სესხი, ხოლო ბანკებს ჰქონდეთ გარანტია, რომ თუ გადახდის ნაწილში პრობლემა შეიქმნება, მთავრობა იქნება ამის გარანტი",-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ჯერჯერობით ზუსტ რიცხვებზე საუბარი შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა დარგი მხარდაჭერას განსვავებული ოდენობით საჭიროებს.