საქართველოს ეკონომიკა მაისში 13.5%-ით, ხოლო წლის პირველ 5 თვეში 5.4%-ით შემცირდა. 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მაისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 6.5%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი 12.7%-ით გაიზარდა.
იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 16.8%-ით $4.206 მლრდ-მდე შემცირდა. საიდანაც ექსპორტი 16.1%-ით 1.237%-მდე, ხოლო იმპორტი 17.1%-ით $2.969 მლრდ-მდეა შემცირებული.
მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 33.3%-ით 3184-მდე, ხოლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 22.2%-ით 5355-მდე შემცირდა.
მაისში ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 916 მლნ ლარი, შემოსავლებმა კი 121 მლნ-ით ნაკლები 795 მლნ ლარი შეადგინა.
ვარდნის ტემპი ყველაზე დიდი ვარდნა 16.6% აპრილში დაფიქსირდა, ეკონომიკის მცირედი გახსნის შემდეგ რეცესიის მოცულობა შემცირდა, მაგრამ ორნიშნა მაჩვენებელი შენარჩუნდა.
2020 წლის ბიუჯეტი 4.5%-იან ზრდაზე იყო გათვლილი, მთავრობა 5%-იან ზრდასაც მოელოდა, პანდემიის შემდეგ ის 4%-იან ვარდნაზე გადაიგეგმა, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები კიდევ უფრო დიდ ვარდნას პროგნოზირებენ.