მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიამ ქვრივიშვილი: UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად დელეგატები უკვე თბილისში იკრიბებიან

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და დელეგატები იკრიბებიან.

ტურიზმის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უკვე დაეშვა ლაინერი, რომელმაც საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი და დელეგატების ნაწილი ჩამოიყვანა.

მათივე ცნობით, სტუმრებს აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა.

„16-17 სექტემბერს საქართველო უმასპინძლებსგაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას. აღნიშნულღონისძიებას აქვს რამდენიმე დატვირთვა დაყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოკიდევ ერთხელ იქნა შერჩეულია გაეროს მსოფლიოტურიზმის ორგანიზაციის მიერ როგორც მასპინძელიქვეყანა, რადგანაც საქართველოს არის მწვანე ზონა. საქართველომ მთელს მსოფლიოს ანახა COVID-19-თან წარმატებული ბრძოლა. ეს არის პროცესებისძალიან სწორედ მართვის გამოცდილება. 16-17 სექტემბერს საქართველოს ეწვევა მსოფლიოშიყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანიღირებულების მომტანი საჯარო მოხელეებისხვადასხვა სექტორებიდან, სხვადასხვაქვეყნებიდან, რომლებიც მართავენ ტურიზმისინდუსტრიას. გაეროს მსოფლიო ტურიზმისორგანიზაციის ეგიდით თბილისში ჩატარდებამნიშვნელოვანი სხდომა, რომელიც ყოველთვისტარდება მადრიდში. ეს იქნება გამონაკლისი, როდესაც ასეთი ღონისძიება ჩატარდება ესპანეთსგარეთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა დაუსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება.

ღონისძიება ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერულ რეისს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვლენ, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად 4 ეპიდემიოლოგი ჩამოჰყვება.

„ეს არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ როგორც საქართველო ვმასპინძლობთ აღნიშნულ ღონისძიებას, რომლის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან დელეგაციის წევრები რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებიდან. მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების ნორმებს და ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით კოვიდ-19-ის დროს უმასპინძლებს მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ვუმასპინძლოთ ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას, როგორც საქმიანი ტურიზმის ჭრილში, ასევე უსაფრთხოების კუთხით.

ღონისძიების მონაწილეებს, რომლებსაც საქართველოში გამომგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული ექნებათ72 სთ-ის ვალიდურობის PCR ტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგენენ ტესტირების დამადასტურებელ დოკუმენტაციას“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.