მთავრობამ კონკრეტული მეწარმე სუბიექტები განსაზღვრა, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც ფუნქციონირება არ ეზრუდებათ:
შპს "საქნახშირი" - (ქვანახშირის მოპოვება);
სს "RMG Copper" - (სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება);
შპს "RMG Gold" - (სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება);
შპს "ჯმ 29" - (სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება);
სს "რუსთავის აზოტი" - (მინერალური სასუქების წარმოება);
სს "კავკასიან პეტ კომპანი" - (პლასტმასის საფუთავების წარმოება);
სს "მინა"- (ღრუ მინის წარმოება);
შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" - (ცემენტის წარმოება);
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" - (ცემენტის წარმოება);
შპს "კნაუფ გიპს თბილისი" - (ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება);
შპს "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - (თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება);
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" - (თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება);
შპს "რუსელოის" - (თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება);
შპს "ჯეოსთილი" - (ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება);
შპს "ამბიკონ სტილსი" - (ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება);
შპს "რუსთავის ფოლადი" - (ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება);
შპს "გლობუსი" - (სხვა ფერადი ლითონების წარმოება);
შპს "მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია" - (ფოლადის ჩამოსხმა);
შპს "იმერის ბენტონიტ ჯორჯია" - (სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება);
შპს "ასკანგელ ჯგუფი" - (სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება);
შპს "ასკანგელ ალიანსი" - (სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება);
შპს "ასკანგელ ბენტონიტი" - (სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება);
სს "ელმავალმშენებელი" - (სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება);
შპს "ვაგონმშენებელი კომპანია" - (სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება);
შპს "ჯმ-ტექნიკასერვისი" - (ვტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი);
შპს "მნკორპი" - (საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით);
სს "საქართველოს რკინიგზა" - (რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი);
შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" -(საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი);
შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტი" - (საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი);
შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" - (სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი);
ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი - (ტრანსპორტირება მილსადენებით);
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" - (ტრანსპორტირება მილსადენებით);
შპს "ჯორჯიან ეარვეისი" - (საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი);
შპს "მეტრო სერვის +" - (სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება);
შპს "ტავ ურბან საქართველო" - (საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება);
შპს "საქაერონავიგაცია" - (საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება);
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" - (საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება);
შპს "შავი ზღვის ტერმინალი" - (ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა);
სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო "ნავსადგური" - (ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა);
შპს "ბი ენდ პი" - (ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა);
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" - (ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა);
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" - (ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა);
შპს "ტრანსფორდი" - (ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა);
შპს "მანგანუმ ლოჯისტიკი" - (ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები);
შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" - (ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები);
შპს "ეისა" - (ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები);
შპს "ემ-ეს-სი ჯორჯია" - (ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები);
შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი" - (ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები);
შპს "ჯიარ ტრანზიტი" - (ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები);
შპს "ჯნს ჯორჯია" - (ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები);
შპს "ეკოსერვის ჯგუფი" - (ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები);
შპს "თიბისი ფეი" - (ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი);
შპს "აჭარა ტექსტილი" - (პირბადეების კერვა);
შპს "მოვი" - (პირბადეების კერვა);
შპს "ემჯიემტექს" - (პირბადეების კერვა);
შპს "ISTANBUL BAZAAR" - (პირბადეების კერვა);
შპს "ჯეორჯიან პროდაქტს" - (პირბადეების კერვა);
შპს "ჯორჯიან ტექსტილი" - (პირბადეების კერვა);
შპს "BTM-TEXTILE" - (პირბადეების კერვა);
შპს "პრომო ვეარ" - (პირბადეების კერვა);
სს "სამკერვალო კომპანია იმერი" - (პირბადეების კერვა);
სს "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები" (ციკლონი) - (თვითმფრინავის ნაწილების წარმოება);
შპს "საქსპეცტრანსი" - (პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა);
შპს "ჯი ენ ელ" - (ლატარიების მოწყობა);
შპს "გებრიუდერ ვაის" - (სატვირთო საგზაო ტრანსპორტი);
შპს "კაპაროლ ჯორჯია" - (საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება);
სს "საქკაბელი" - (ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება).
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა 1 თვის ვადით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა.