მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 86.2%-ით გაიზარდა

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2020 წლის პირველ კვარტალში 86.2%-ით 1.2 მლრდ ლარამდე გაიზარდა მშპ-სთან ფარდობაში კი 5.9%-დან 11%-მდე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 11.4%-ით გაიზარდა და $885.9 მლნ (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 6.2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 1.2%-ით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 3.1%-ით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 26.1%-ით შემცირდა და $427.7 მლნ (1.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 2020 წლის პირველ კვარტალში $404.7 მლნ  (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის - უარყოფითი იყო.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში $125.7 მლნ (368.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.3 პროცენტია.