მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე, საქართველოდან 4.8 მლნ აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

საქართველოდან  9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა.

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან  9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპორტის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება, 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა), ასევე, ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.