მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინდა, აღვნიშნო ფინანსთა მინისტრის მიერ პროფესიონალურად ჩატარებული „როუდშოუ“ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად - ნიკოლოზ მჭედლიშვილი ევრობონდების გამოშვებაზე

ექსპერტი ეკონომიკის დარგში

„მინდა, აღვნიშნო ახალი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის მიერ პროფესიონალურად ჩატარებული „როუდშოუ“ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად, რაც, ტრადიციულად, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ხოლმე პროცენტის დადგენაში“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ფინანსთა სამინისტროს მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვების წარმატებით დასრულებას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთისარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებამ განაპირობა:

„საქართველოს მიერ ახალი სუვერენული 5-წლიანი ევრობონდების გამოშვება მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტოდ დაბალი წლიური კუპონით - 2.75 პროცენტში.

ეს არის ინდიკატორი იმის, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანას, მიუხედავად პანდემიის გამო გაზრდილი საგარეო ვალისა, და ხედავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე 10 წლის წინ, როცა წლიურმა კუპონმა 6.8 პროცენტი შეადგინა.

ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი განაპირობა სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებამ, ქვეყნის საშინაო და გეოპოლიტიკური რისკების უკეთესობისაკენ გადაფასებამ.

მინდა, აღვნიშნო ახალი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის მიერ პროფესიონალურად ჩატარებული „როუდშოუ“ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად, რაც, ტრადიციულად, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ხოლმე პროცენტის დადგენაში“, - აღნიშნავს ექსპერტი.

ინფორმაციისთვის: ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) 2,75% შეადგინა.