მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინისტრები და სახელმწიფო მოხელეები ხელფასის 1/3-ს StopCoV ფონდში გადარიცხავენ

ფული, ხელფასი

"პოლიტიკოსები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ყველანი ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ სახელმწიფო ფონდში, რომლითაც დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, მთავრობა გვერდით უნდა დაუდგეს.

"იმ პირობებში, როცა ათასობით ადამიანი კარგავს შემოსავლებს, ეს არის მორალურად აბსოლუტურად გამართლებული და სწორი ქმედება და ამ ფორმით მათ ვუცხადებთ სოლიდარობას. იმედი გვაქვს შემოგვიერთდებიან სხვებიც, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგნლები და ერთად დავეხმარებით მათ, ვისაც კორონავირუსის გამო გასაჭირი დაუდგებათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.