მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება საქართველოში ჩატარდება

მარიამ  ქვრივიშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის, რომ საქართველო პირველი ქეყანაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც პირველი ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.

ქვრივიშვილის განცხადებით მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ის, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველო იქნება ის ქვეყანა, სადაც სექტემბერში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება, ჩატარდება.

„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე გადაწყვიტა, რომ საქართველოსადმი მაღალი ნდობით, რომელიც განპირობებულია კოვიდთან წარმატებული ბრძოლით, ტურიზმის, კერძო სექტორის გამოწვრთნით კარანტინების პროექტის ფარგლებში, რომ მზადყოფნაა და უკვე არსებული გაიდლაინებია, ამიტომაც გადაწყდა, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება, სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მინისტერიალი, ჩამოვლენ მინისტრები და საქართველო ძალიან სწორ პოზიციონირებას გააკეთებს. ამის პოპულარიზაცია დაიწყება დღეიდან.“ აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს და ქვეყანა ბევრად უფრო ცნობადი გახდება.