მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი $227 მლნ-ით შემცირდა

ავტოიმპორტი

საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-ივლისში $6.031 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადარებით 17.6%-ით -$1.288 მლრდ-ით ნაკლებია. 7 თვეში ექსპორტი $355 მლნ-ით, $1.758 მლრდ-მდე, ხოლო იმპორტი $930 მლნ-ით $4.273 მლრდ-მდე შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ყველაზე დიდი მოცულობით - $227 მლნ-ით $383 მლნ-მდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა, $145 მლნ-ით $198 მლნ-მდეა შემცირებული მისი რეექსპორტიც. აგრეთვე, მკვეთრად $126 მლნ-ით $279 მლნ-მდეა შემცირებული საწვავის იმპორტიც, რაც ნავთობზე ფასების ვარდნითაა გამოწვეული და არა მოხმარების შემცირებით. კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, იანვარ-ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 4.6%-ით გაიზარდა და 608 ათასი ტონა შეადგინა, რაც შესაძლოა იაფი ნავთობის პირობებში მარაგების დაგროვებას უკავშირდებოდეს და არა მოხმარების რეალურ ზრდას.