მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა პურის ფქვილს 15 ლარით დაასუბსიდირებს

ხორბალი და პური

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა. კერძოდ, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.

„ეთხოვოს საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული აქვთ არანაკლებ 75 ტონა ფქვილისა ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბლისა“, – წერია მთავრობის ახალ დადგენილებაში.

ინფორმაციისთვის მთავრობა, პირველი ხარისხის ფქვილს 2020 წლის დეკემბრიდან ასუბსიდირებს. პროგრამა ოთხთვიანია და დეკემბერი-მარტის თვეებს მოიცავს. პროგრამაში 60-მდე პურის ქარხანაა ჩართული და სუბსიდიის მიზანი, მასობრივი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნებაა.

სუბსიდიის გაზრდის გადაწყვეტილება მთავრობამ წისქვილ-კომბინატებში ერთი ტომარა ფქვილის 63 ლარიდან 68 ლარამდე გაძვირების შემდეგ მიიღო.