მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა ტურისტულ კომპანიებს საბანკო გარანტიების პროცენტს დაუფინანსებს

სესხის  დაზღვევა

ტურისტული კომპანიები, გარდა იმისა, რომ საგანდასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, მთავრობა მათ საბანკო გარანტიების პროცენტის ნაწილს 6 თვის განმავლობაში დაუფინანსებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"სპეციფიური პრობლემა დაუდგათ ტურისტულ კომპანიებს, რადგან ისინი ჩართულები არიან გლობალური დაჯავშნის სისტემაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს საჰაერო ფრენების დაჯავშნა და მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მოვიზიდოთ დიდი ნაკადი უცხოელი ტურისტების. ამ გლობალური დაჯავშნის სისტემის ფარგლებში მათ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს საბანკო გარანტიების წარდგენას. საბანკო გარანტიების პროცენტები, ამ პერიოდში, როდესაც ტურისტული ბიზნესი გაჩერებულია, მძიმე ტვირთად აწვება ტურისტულ კომპანიებს და ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, ისევე როგორც ვეხმარებით სასტუმროებს და ვუსუბსიდირებთ საბანკო პროცენტს, აქაც საბანკო გარანტიების პროცენტი ანალოგიური მექანიზმით 6 თვის განმავლობაში დავუსუბსიდიროთ ტურისტულ კომპანიებს", - აღნიშნა ნათია თურავამ.