მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ისესხა

200 ლარიანი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 24 მარტს, 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 123 200 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.120 პროცენტით, მაქსიმალური 10.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.638 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.