მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ლარი ისესხა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 151 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.28%-ით, მაქსიმალური 8.45%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.3%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.