მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ ბანკებისგან 90 მლნ ლარი ისესხა

200 ლარიანი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 7 ივლისს, 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 132 010 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.200%-ით მაქსიმალური 8.550%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.371%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

იმავე დღეს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  53 600 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.290%-ით მაქსიმალური 8.330%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.330%-ით განისაზღვრა.