მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობის მხარდაჭერა ბიზნესს - რა ცვლილებები შედის პროგრამა "აწარმოე საქართველოში"

პროგრამა აწარმოე საქართველო

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით პოგრამა "აწარმოე საქართველოში" ცვლილებები განხორციელდება, რაც ბიზნესის დაფინასების ხელშეწყობას კიდევ უფრო გაზრდის.

"ცვლილებები შეეხება პროგრამას სესხის სუბსიდირების ნაწილში. კერძოდ, ჩვენ ვზრდით სესხის მოცულობის არეალს, რომლის შემთხვევაშიც ბიზნესს დავეხმარებით. 150 000 ლარის მინიმალური ზღვარი კიდევ უფრო მცირდება და გახდება 50 000 ლარი, ხოლო ზედა ზღვარი 5 მლნ-დან იზრდება 10 მლნ-მდე. ასევე თუ აქამდე ჩვენი დაფინანსება გრძელდებოდა 24 თვე, ახლა 36 თვის განმავლობაში გაგრძელდება",- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, იზრდება ასევე დარგობრივი მოცვა და მათი რაოდენობა, ფაქტობრივად, ორმაგდება.

"პრიორიტეტული იქნება სამშენებლო მსასალების მწარმოებელი ბიზნესი, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მიმართულება",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, პროგრამის დაფინანსება 200 მლნ-დან 300 მლნ-მდე იზრდება და მასში ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩაერთვებიან.