ეკონომიკა

მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული სამი დოკუმენტი დამტკიცდა

მთავრობის სხდომაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს
მიერ მომზადებული სამი
დოკუმენტი დამტკიცდა
1617889332
დაკოპირებულია

მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული  სამი დოკუმენტი - გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით” გათვალისწინებული - „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

„საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის” ფარგლებში, ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ, 2030 წლისთვის, ეროვნულ დონეზე, სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შეამციროს.

საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია, საქართველოში კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, ადგენს სათბურის აირების (GHGs) ემისიების შემცირების მიზნების მიღწევის გზებს.

სტრატეგიის დოკუმენტი განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკას შემდეგ სექტორებში: ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ენერგიის მოხმარება სატრანსპორტო სექტორში, ენერგიის მოხმარება შენობებში, ენერგიის მოხმარება მრეწველობაში და სამრეწველო პროცესები, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა და სატყეო მეურნეობა.

საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს სტრატეგიის ვალდებულების განხორციელების გეგმას და კონკრეტულ ქმედებებს!

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 7 ივნისიდან, საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“.

აღნიშნული შეთანხმება კლიმატის ცვლილების მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება, რომლის ძირითადი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების და ეკონომიკის სექტორებზე ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვანი შემცირება, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის C-მდე შეზღუდვით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.

1619177604

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1619177584

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619176868

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

1619176451
გაფიცვა

ჭიათურაში 13 მაღაროს 3 700 მაღაროელი გაიფიცა

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, მათ სამუშაო პროცესი დილიდან შეწყვიტეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში აუფეთქებელი ჭურვები...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო...

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.