მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: 2021 წლიდან საქართველოში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში 2021 წლიდან ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა პრობლემა დასრულდება.

მისი თქმით, მთავრობის ბიზნეს-პროექტები რამდენიმე წელზეა გათვლილი.

"იმედი მაქვს, რომ 2021 წლისთვის გლობალური ეკონომიკა რეცესიის გადალახვის პირველ ნიშნებს გამოავლენს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა დასრულდება.

როდესაც ჩვენ ბიზნეს-პროექტებზე ვსაუბრობთ, ის რამდენიმე წელიწადზეა გათვლილი, აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ განსაკუთრებით გვერდში დავუდგეთ ბიზნესებს. იგივე, თუნდაც ახალი ინვესტიციები რომ მოვიზიდოთ, ეს არ არის 3, 4 ან 12 თვის ამოცანა, ამაზე ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში უფრო მეტად მოგვიწევს კიდევ ზრუნვა. იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ, უფრო მეტად განჭვრეტადი ბიზნეს-გარემო, ჩვენი პროგრამები არ არის ერთჯერადი ხასიათის, ის არის სულ მცირე საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილი.

როდესაც ჩვენ, 5 წლის მერე დავინახავთ, რომ იმდენად მდგრადია ეკონომიკა მსოფლიოში, რეგიონში, რომ ჩვენთან არსებულ ინვესტორებს არ დასჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი ფინანსური დახმარება, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა შევამცირებთ ამ მოცულობას, მაგრამ მანამდე ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში გვერდში დავუდგებით ყველას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.