მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: 2021 წლის ბიუჯეტი მოქალაქესა და ეკონომიკაზე ზრუნვას ასახავს

ნათია თურნავა - მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად ფერმერები საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ

„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, ასახავს ორ ძირითად მიმართულებას - ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, რაც ძალიან აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო რესურსების დიდი დანახარჯის მიუხედავად, მთავრობას ვალდებულებები და დაპირებები შესრულებული აქვს.

„ეს ასახული გვაქვს ამ ბიუჯეტის პროექტში - მათ შორის იზრდება მასწავლებლების ხელფასები, ირთვება პენსიონერთა პენსიების ინდექსაციის მექანიზმი და იზრდება პენსია, ასევე მეწარმეობის, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით არის საკმაოდ მოცულობითი ბიუჯეტი.

მხოლოდ ჩვენი სამინისტროს ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ და სხვა მსგავსი პროგრამებისთვის არის 150 მილიონ ლარზე მეტი ასახული და მთლიანობაში, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც თანდათან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ადამიანებისთვის ნეგატიური ზიანის შემსუბუქებას უზრუნველყოფს“ , - აღნიშნა ნათია თურნავამ.