მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ამოქმედებულმა კიდევ ერთმა საწარმომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა ევროკავშირში დაიწყო

„აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ამოქმედებულმა კიდევ ერთმა საწარმომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა ევროკავშირში დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, სამშენებლო მასალების საწარმოს „ფორმულა ქონსთრაქშენს“ ესტუმრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, საწარმო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეიქმნა, უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით არის აღჭურვილი.

საწარმო სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშის, თვით-სწორებად იატაკსა და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო 2018 წელს შეიქმნა და მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„საწარმო ამოქმედდა და შეიქმნა ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და გარდა იმისა, რომ საქართველოს ბაზარს ამარაგებენ, დღეს პირველი დღეა, როცა პროდუქციას ექსპორტზე უშვებენ ევროკავშირში, კერძოდ ლიეტუვაში.

ძალიან გვეამაყება, რომ ეს საწარმო სწორედ ჩვენი დახმარებით მოქმედებს, 30 ადამიანს ასაქმებს და ამავდროულად აქვს პერსპექტივები, გააფართოონ ბაზარი, ევროკავშირს მიაწოდონ საქართველოში წარმოებული საშენი მასალები და გაზარდონ დასაქმებულთა რიცხვი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ