მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საბანკო სესხის პროცენტი რესტორნებსაც დაუსუბსიდირდებათ

თურნავა პომპეოს ვიზიტზე

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია. პროგრამის მეშვეობით აქამდე 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი.

საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა ფართოვდება და მასში რესტორნებიც ჩაერთვებიან. საუბარია 1 500-მდე რესტორანზე, რომლებსაც ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება გაკეთდა დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ასევე ცნობილია ის მიმართულებები, რომლებსაც შეზღუდვები არ ეხება:

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტ-აფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის
  • მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას
  • დელივერსა და გატანის სერვისებს
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს
  • აგრარული ბაზრობის მუშაობას და ა.შ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 3-15 იანვრის პერიოდში უქმე დღეები წესდება

👉 ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩამონათვალი