მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ბიზნესებს შეზღუდვების შემსუბუქების ლოგიკა ავუხსენით

ნათია თურნავამ საქართველოს ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

„ბიზნესებს შეზღუდვების შემსუბუქების ლოგიკა ავუხსენით. მათთვის ეს ლოგიკა კი გაიგეს, მაგრამ ეს კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბაკურიანში არაფერს აძლევს, თუმცა ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა ჩვენი სურვილი არაა. მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ახლა ვხელმძღვანელობთ არის დადებითობის მაჩვენებელი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობა დადებითობის მაჩვენებლის შემცირების პარალელურად რეგიონებში შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნის.

„არ არის აუცილებელი, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მივიღოთ გადაწყვეტილებები. მივყვებით რეგიონ-რეგიონ და დადებითობის მაჩვენებლის გათვალისწინებით გადავწყვეტთ სხვადასხვა სფეროების გახსნას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა პირველი თებერვლიდან გაიხსნას ზამთრის კურორტები, შემდეგ კი დაიშვას სხვადასხვა სფეროს მუშაობა.

👉 ინფორმაციისთვის, ტურიზმის სექტორმა მთავრობას 25 იანვარს ღია წერილით მიმართა, რომელშიც წარმოდგენილია ბიზნესის ხედვა, თუ როგორ უნდა აღდგეს კერძო სექტორი სწრაფი და უსაფრთხო გზებით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას მართავენ

ტურიზმის სექტორი მთავრობას ღია წერილით მიმართავს

პრემიერი: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი ჭორაობაა და მეტი არაფერი