მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: დენის კომერციული ტარიფის ზრდით გამოწვეული წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება

ქ. ნათია თურნავა

„ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება, რაც, მერწმუნეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა,“ - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა .

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდია რისკი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ფასებში სწორედ კვების მრეწველობაში აისახოს. ეს იქნება ყველაზე მტკივნეული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის, ვინც ისედაც კრიზისულ ვითარებაში იმყოფება,“ - აღნიშნა მინისტრმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დენის ტარიფის ზრდას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს

👉 2021 წელს მოქალაქეები დენის ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობენ

👉 მთავრობა დენის კომერციული ტარიფის ფასნამატის 50 პროცენტს დაასუბსიდირებს