მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ეკონომიკური შეზღუდვები ვირუსის სწრაფი გავრცელების პრევენციას ემსახურება

ნათია თურნავა ბრიფინგზე 2020

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ხელისუფლებას მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოუწია, რომლის მიზანსაც ვირუსის სწრაფი გავრცელების შეკავება წარმოადგენს.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის დადგენილებაზე, რომელმაც განსაზღვრა სისტემაშემადგენელი და მსხვილი კომპანიები, ასევე ცალკეულ ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედებისას საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

„პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლანების, ასევე ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვასა და დაცვაზე. ყველა ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა და ჩვენ ამას გავაკონტროლებთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.