ეკონომიკა

ნათია თურნავა: კორეელ ინვესტორებში საქართველოს ბაზრის პოპულარობა იზრდება

ნათია თურნავა  კორეის გარემოს მინისტრს შეხვდა
12:28 31.07
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბაზრის, პოპულარობა კორეელ ინვესტორებს შორის იზრდება.

როგორც თურნავამ კორეის რესპუბლიკის გარემოს მინისტრ ჩო მენ რესთან ონლაინ შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტებს შორის გამორჩეულია ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელზეც მსხვილი კორეული კომპანია „ქეი უოთერი“ მუშაობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ხაზი გაუსვეს მზარდ დინამიკას როგორც ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. ამასთანავე, მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 2019 წელს კორეიდან საქართველოში 25 პროცენტით მეტი კორეელი ვიზიტორი ჩამოვიდა.

„საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბაზრის, პოპულარობა კორეელ ინვესტორებს შორის იზრდება. დღესდღეობით, 80-მდე კომპანია საქმიანობს საქართველოში, რომლებიც კორეული კაპიტალის მონაწილეობითაა შექმნილი სხვადასხვა სფეროში. თუმცა მათ შორის, გამოირჩევა საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც მსხვილი კორეული კომპანია „ქეი უოთერი“ ახორციელებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, ნენსკრა ჰესი უმსხვილესია „ქეი უოთერის“ უცხოურ პორტფელში და ამავე დროს სტრატეგიული პროექტია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.

„მინისტრმა, კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, სრული მხარდაჭერა გამოხატა პროექტის დროული იმპლემენტაციისთვის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი და კომპანია „ქეი უოთერის“ წარმომადგენლები.

ცხედართან ერთად აღმოჩენილი ნივთები

შსს ბაჩალიაშვილის ხელწერის ექსპერტიზის დ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინა...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაცი...
56 წუთის წინ
„ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ. წესით ეს ნაბიჯი თავად კომპანია „ფრონტერას” უნდა გადაედგა“,- ამის...
19:03
"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარ...
18:36
ღვერკი-ხორითის დამაკავშირბელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმ...
18:19
ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2020 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს სხდომა გ...
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა...
მიშელ ობამა: დეპრესია მაქვს, დამღლელია ყ...
„პანდემიის, რასობრივი უსამართლობისა და ტრამპის ადმინისტრაციის თვალთმაქცობის გამო...
რამიშვილი: მოვითხოვეთ დადგინდეს, როდის დ...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მ...
ლუკაშენკომ რუსეთისა და უკრაინის გენერალუ...
ვაგნერის არმიის 33 მებრძოლის დაკავებასთან დაკავშირებით, ბელარუსის პრეზიდენტი რუს...