მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს რეფორმების მნიშვნელობას აღიარებენ

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგი 2020

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიერ საქართველოს მთავრობისა და ხალხისადმი გაგზავნილი ღია წერილი პოზიტიურად შეაფასა და გატარებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, სწორედ ამ ეფექტური რეფორმების წყალობით ჩვენი ეკონომიკა მომზადებული შეხვდა ამ ახალ გლობალურ გამოწვევას. ნათია თურნავას განმარტებით, მსოფლიო პანდემიის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და გასულ წელს რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ ამ წლის იანვრში, როდესაც მსოფლიოში უკვე გავრცელებული იყო კორონავირუსი, ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით იზრდებოდა და იანვარში 5,1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

„ეს გლობალური გამოწვევა იმდენად დიდია, რომ რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. მაგრამ აქამდე გატარებული და მიმდინარე რეფორმები დონორთა საზოგადოებას, ჩვენს საერთშორისო პარტნიორებს აძლევს იმის საფუძველსა და შესაძლებლობას, რომ დიდი იმედები დაამყარონ იმაზე, თუ რამდენადაც ეფექტურად ვმართვთ კორონავირუსის გამოწვევას ახლა, იმდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ მათი დახმარებით დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რასაც ჩვენი ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში აჩვენებდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, აქედან გამომდინარე, დონორები დამაჯერებლად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ერთდ გადავლახავთ ამ ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ გამოწვევას და მზად არიან ჩვენი გვერდში დგომისა და დახმარებისთვის.

როგორც საერთშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და დიპლომატების მიერ გავრცელებულ ღია წერილშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ.