ეკონომიკა

ნათია თურნავა: საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ბიზნესს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს

ეკონომიკის მინისტრი
13:40 პარ. 22 მაისი
დაკოპირებულია

"ის ფაქტი, რომ ეპიდემიის ეფექტიანად მართვის წყალობით შევძელით და ვაუქმებთ საგანგებო ვითარებას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს, ვინც იწყებს საქმიანობას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად სხვა შეზღუდვებიც გადაიხედება. 

„მინდა ვთქვა, რომ ერთი მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ბიზნესის მიმართ, რომ მაქსიმალურად შეუფერხებლად შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება ანაც განახლება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით ჩვენ მაქსმალურად გვერდში ვუდგავართ მათ და იმ პრობლემების გადალახვაში ვეხმარებით, რაც საბრუნავი სახსრების ნაკლებობასა და კრიზისთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას უკავშირდება. ასვეე მინდა ვთქვა - ის აქტი, რომ ეპიდემიის ეფექტური მართვის წყალობით შევძელით და ვაუქმებთ საგანგებო ვითარებას, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას - თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. პირიქით, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს, ვინც იწყებს საქმიანობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებამ შეზღუდვების გარკვეული გამკაცრება კვლავ შეიძლება გამოიწვიოს.

„ძალიან არ გვინდა ისევ დავდგეთ იმ საფრთხის წინაშე, რომ კვლავ მოხდეს გამკაცრება, რადგან პირიქით ჩვენი ამოცანაა, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება. დაგეგმილი გვაქვს ტურისტების მასპინძლობა, შიდა ტურიზმის გახსნა და ნამდვილად არ გვინდა, რაიმე სახის შემზღუდავი ზომების კვლავ გამოყენება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პრეზიდენტი ეკლესიაში

პრეზიდენტი: ვწუხვარ კობას გარდაცვალების...

„ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნ...
„დაახლოებით 25 მემანქანე დაინფიცირდა. სამწუხაროდ, კორონავირუსმა არ იცის ვინ არის მემანქანე, თანამდე...
21:08
„ლევან იზორიამ შეხვედრა გა​მართა საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ მინისტრთან, მიქაელ კრეჩმერთან. ე...
20:55
„ყველანი დამწუხრებულები ვართ, კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველომ დაკარგა გ...
20:30
როგორც მან აღნიშნა, ოქტომბრიდან დაწყებული დღემდე იყო პოლიტიკური პროცესი და ფაქტობრივად, შეუძლებელი გ...
20:19
ჟურნალისტებთან განცხადება

ბექა ლილუაშვილი: თუ გვექნება შესაძლებლობა, გა...

როგორც მან განაცხადა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასება მთავრობის მიერ ყოველდღიურად ხორციელდება. „...
„გაჭირვების გამო ქართველების მიერ საზღვრ...
ამავე ცნობით, 30 ნოემბერს სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ორი მო...
კონფლიქტი ადამიანებსა და გარეულ ცხოველებ...
„ალჯაზირა“ ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირზე წერს. [saleema-bano_o_h.jpeg] 58 წლის...
ნორვეგიამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და...
მათივე ინფორმაციით, ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციის მოქნილობისა და არსებული შ...