მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა განვითარებას თანდათან უბრუნდება

ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგზე

„საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6%-ით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შემცირდა და ეს ნიშნავს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ 2020 წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო ნაწარმს მიუძღვის.

„საქსტატის“ თანახმად, სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა და მისმა მოცულობამ 332 მლნ ლარი შეადგინა. ამავე დროს, სავაჭრო დეფიციტი 98,5 მლნ დოლარით გაუმჯობესდა. რაც შეეხება 2020 წლის იანვარი - სექტემბერის პერიოდს, სავაჭრო დეფიციტი 752.6 მლნ დოლარით შემცირდა და 3,314.1 მლნ დოლარს გაუტოლდა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

2019 წელს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3,798.4 მლნ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 12.4%-ით გაიზარდა.