მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: საქართველოში 300-მდე ამერიკული კომპანია საქმიანობს

მინისტრის მადლობა სახმელეთო საზღვრის თანამშრომლებს

პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკულმა კომპანიებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

2020 წლის I კვარტალის მონაცემით ამერიკული ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის.

„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ - დან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ კვარტალში გლობალური პანდემიის მიუხედავად გაიზარდა. ესაა კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდი ვაყალიბებთ ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით ვეკიდებით ინვესტორებს აშშ - დან, გვაქვს რა მიზნად, რომ გავზარდოთ ინვესტიციები ამ ქვეყნიდან. დღეს საქართველოში 300 - მდე ამერიკული კომპანია საქმიანობს. 2020 წლის პირველ კვარტალში, ამერიკული ინვესტიციები განხორციელდა კავშირგამბულობაში, ენერგეტიკაში, დეველოპმენტში, ტურიზმსა და სხვ,“ - განაცხადა მინისტრმა.