„ჩვენ შევეცადეთ და მაქსიმალურად დავაბალანსეთ სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადის თანადაფინანსება ბიზნესთან ერთად, რომელიც ხელს შეუწყობს 750-ლარიან და 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. მთავრობის სოციალური დახმარებას, ასევე, მიიღებენ შშმ პირები, კონკრეტული ქულის ქვევით მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანები.
მან, ასევე, ისაუბრა კიდევ ერთ საყოველთაოდ აპრობირებულ მექანიზმზე, როგორიცაა კომუნალური ხარჯების სუბსიდირება კიდევ 4 თვით, ასევე 300-ლარიანი დახმარების გაცემაზე იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც მთავრობის გადაწყვეტილებით შეიზღუდა.
„ჩვენ, ასევე, ბანკებთან ვაწარმოებთ კომუნიკაციას, რომ მოხდეს ამ დროებით შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებული პირების საბანკო სესხების გადავადება. ვფიქრობთ, რომ ბანკები მხარს დაგვიჭერენ ამ კომუნიკაციაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
👉 თურნავა: შეზღუდვები შეეხება კონკრეტულ ქალაქებსა და სექტორებს, სადაც მობილობა მაღალია
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ როდის მოხდება იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
ტრაილერის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას
პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ.
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადამიანების არასაკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნას.
მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბავშვები ოჯახებს დაუბრუნეს. ინფორმაციას გამოცემა ria ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში, 23 იანვარს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.