ეკონომიკა

ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა ზამთრის
კურორტებზე მდებარე
სასტუმროების
წარმომადგენლებს შეხვდა
1606743718
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი დანარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გააცნო ის შეღავათები, რაც მთავრობამ სასტუმრო სექტორს დაუწესა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა პირადად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებისგან მოისმინა ის პრობლემები, რომელიც მათ ამ ეტაპზე დაუდგათ.

„მოვისმინეთ ის საჭიროებები, რაც კონკრეტულად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს გაუჩნდათ - ეს არის სპეციფიკური საჭიროებები, ვინაიდან საქართველოს სხვა რეგიონებში სასტუმროები ფუნქციონირებას აგრძელებენ, აქ კი იძულებულები გავხდით, იანვრის ბოლოდმე შეგვეჩერებინა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების მუშაობა. ცხადია, მათ აქვთ პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ, იქნება ეს ბანკებთან შუამდგომლობა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გარკვეული კომპონენტის მათზე უკეთ მორგება თუ სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ყველა სასტუმრო ჩართულია მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდა სარესტორნე სექტორზე.

„თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მეტი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ და მათთან ერთად დიალოგის რეჟიმში გამოვკვეთავთ იმ პრობლემატიკას, რაზეც შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ჩინეთი

ჩინეთში კორონავირუსზე ტესტირება, უკანა ტ...

ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

1611757957

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

1611755815

მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან ღამის კლუბებს, რესტორნებს, დისკოთეკებს, კარაოკეებს და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტებს მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ Meduza იუწყება. 

1611755101

ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, ესტონეთისა და სლოვენიის პირველი დიპლომატები, დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ, - ამის შესახებ  ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1611754272

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არა ერთი ვიცე-პრეზიდენტი არის. ჩვენ გვეამაყება ის გარემოება, რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ხელმეორედ იქნა არჩეული ამ ძალიან მნიშვნელოვან და პრესტიჟულ პოზიციაზე თუმცა, ეს პოზიცია პირდაპირ არ განაპირობებს იმ ვალდებულებას, რომ ვიცე-პრეზიდენტი უნდა წარუძღვეს კონკრეტულ სესიას. ეს ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სწორედ დღეს, ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს ისეთი მნიშვნელოვანი სესიის წაყვანა, რომელიც კოვიდ 19-ის გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ეხებოდა“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

1611754054
ჯანდაცვის ექსპერტი

ლევან შარონი: ისრაელში მოსახლეობის 80-85% თან...

ლევან შარონის თქმით, ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თანხა გადაიხადა ვაქცინის დამუშავებაში.

1611753903
მამუკა მდინარაძე: გეამაყება, როდესაც ხედ...

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ევროსაბჭოს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ირაკლი კობახიძის გამოსვლას ეხმაურება. 

თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხ...

კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კონტრაქტორი მძღოლები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს მეკავში...

 საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.