მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობის „გადასარჩენად“ ჩანიშნული სამიტი გადაიდო

ნავთობი, ფასი, კორონავირუსი

მსოფლიო ექსპორტიორებმა ნავთობის „გადასარჩენად“ ორშაბათს, 6 აპრილს ჩანიშნული საგანგებო სამიტი გადადეს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს მონაცემებით, OPEC-ის წევრები, როგორც ჩანს, 8–9 აპრილისთვის გადადებენ სამიტს, რათა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს მეტი დრო მიეცეთ ნედლეულის მოპოვების შემცირების საკითხებზე მოსალაპარაკებლად.

OPEC+ ფორმატში მოქმედი შეთანხმება, ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ, მარტის დასაწყისში დაირღვა მას შემდეგ, რას საუდის არაბეთი და რუსეთი გავიდნენ ამ თანხმობიდან. შეთანხმება ოფიციალურად 1–ლი აპრილიდან აღარ მოქმედებს. ფასების ომში მოსკოვი და ერ–რიადი ურთიერთბრალდებებით გამოდიოდნენ. ამასობაში ნავთობის ფასი 18 წლის მინიმუმზე დავარდა.