მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობის ფასი მოპოვებაზე უფრო ჩქარი ტემპით მცირდება

ნავთობის ფასის  ვარდნა

OPEC + ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, „შავი ოქროს“ ფასი ყოველდღიურად მცირდება.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის მაისის ფიუჩერსული ფასი 1999 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა და ახლა $19.37 ღირს. ბოლო 24 საათში მან ღირებულების 3.68% დაკარგა.

შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია Brent-ის ტიპის ნავთობი, მისი ივნისის ფიუჩერსული ღირებულება $28.46-ს შეადგენს, რაც მართალია 1 დღეში 3.85%-იანი ვარდნაა, მაგრამ მარტის ბოლოსთან შედარებით 25%-ითაა გაზრდილი. 31 მარტს Brent $22.74 ღირდა. 4 დღეში $34-მდე გაიზარდა, მაგრამ შემდეგ ისევ კლებაში წავიდა.

13 აპრილს OPEC + ქვეყნები 4 დღიანი მოლაპარაკების შემდეგ წარმოების 10%-ით - დღიურად 9.7 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდენ, რაც კარტელის არსებობის ისტორიაში, 1960 წლიდან დღემდე ყველაზე დიდი კლებაა, მაგრამ ფასები ამ მასშტაბურმა შემცირებამაც ვერ შეაჩერა. ამის უმთავრესი მიზეზი კი გაჩერებული მსოფლიო და ნავთობზე გლობალურ მოთხოვნის კიდევ უფრო დიდი ტემპით შემცირებაა, ანუ მიწოდება ისევ საგრნობლად აჭარბებს მოთხოვნას, რაც ფასს ქვემოთ ექაჩება.