ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა

ექსპერტი მჭედლიშვილი საქსტატის მონაცემებზე
18:12 31.07
დაკოპირებულია

ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, ის, რომ ტურიზმი ისევ მძიმე მდგომარეობაშია, ამის ობიექტური მიზეზები არსებობს, თუმცა, სხვადასხვა სექტორში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება:

„საქართველოს ეკონომიკა ივნისში 7.7 პროცენტით შემცირდა, მაშინ როცა 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით ეკონომიკა 5.8 პროცენტით არის შემცირებული. კარგია ეს თუ ცუდი? თუ გავითვალისწინებთ, რომ აპრილში, ეკონომიკის ჩაკეტვის პიკში ეკონომიკა 17 პროცენტით იყო ჩემცირებული, ხოლო მაისში - 13 პროცენტით, აშკარად სახეზე გვაქვს ვარდნის ტემპის შემცირება და ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნებიც სახეზეა. ტურიზმი ისევ მძიმე მდგომარეობაშია ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები სხვადახვა სექტორებში. კერძოდ, კარგ ფორმაშია ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება, განათლება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და წყალმომარაგება, კომუნალური მომსახურება და ნარჩენების მართვა“, - განმარტავს ექსპერტი.

როგორც მჭედლიშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 4309 საწარმო დარეგისტრირდა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების მოლოდინს:

„აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი. 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება და ნათლად მიანიშნებს ბიზნეს სექტორის გაუმჯობესებულ მოლოდინებზე და მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობაზე. ამ დროს რა ხდება მსოფლიოში? ესპანეთში ეკონომიკა 18.6 პროცენტით შემცირდა, ამერიკაში შოკის მომგვრელი 32 პროცენტზე მეტით, ევრიკავშირის ეკონომიკა არის თითქმის 12 პროცენტით შემცირებული“, - აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

რუსული ვაქცინა

Who: ვაქცინის ყველა მწარმოებელი უნდა მიჰ...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის რუსულ ვაქცინასთან დაკა...
22:55 11.08
„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთან ერთად წარმოადგენ...
21:21 11.08
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზით გამოირიცხა, რომ გიორგის...
21:18 11.08
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მერაბ ამბროსიძის ცხე...
20:49 11.08
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთში განის...
20:45 11.08
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდა...
პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი შაქარაშვი...
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ექს...
კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რ...
თბილისის მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მ...
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპანია „მა...
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფ...