მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: რეგიონში ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა - ეს ნიშნავს, რომ მთავრობა სწორად წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას

ექსპერტი ეკონომიკის დარგში

„მავანს, განსაკუთრებით ოპოზიციას, არ მოეწონება ეს, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და ჩვენს რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება. ძალზედ საინტერესოა სსფ-ს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკის მიმოხილვა, სადაც წერია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5.0 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 5.0 პროცენტით გაიზრდება. 2021-2025 წლებში კი საშუალოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5% იქნება. ეს ნიშნავს, რომ რეგიონში ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა სწორედ წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზის შესახებ ინფორმაციას.

„იმედი მაქვს, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პირობებში და იმ იმედით, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, ჩვენ შეიძლება ეკონომიკის მეტ ზრდასაც მივაღწიოთ შემდეგ ოთხ წელიწადში, თუკი შევინარჩუნებთ სტაბილური განვითარების კურსს. სტაბილურობა კი მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანას ეყოლება ყოველგვარი კოალიციების გარეშე ჩამოყალიბებილი მთავრობა,“ - აღნიშნა ექსპერტმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის მიმოხილვა გამოაქვეყნა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.