მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოქროს ფასი $2000-იან ნიშნულს უახლოვდება

ოქრო გაძვირდა

ოქროს თითქმის ყოველდღიურად ძვირდება და მისი ფასი ახალ ისტორიულ ზღვარს $2000-ს უახლოვდება. 4 აგვისტოს შუადღის მონაცემებით უნცია (31.1 გრამი) ოქროს ღირებულება $1993-ს შეადგენს, რამდენიმე საათით ადრე $1996-ს აღემატებოდა.

ნომინალური დათვლით ოქრო დღეს ყველაზე ძვირია. თუმცა 2011 წლის პიკური ფასი - $1794 დღევანდელი კურსით $2051-ს შეადგენს, 1980 წელს დაფიქსირებული $670 კი დღეს $2096-ს უდრის.

7 თვეში, წლის დასაწყისიდან დღემდე ოქრო $470-ით, $1523-დან $1993-მდე გაძვირდა, რაც 30%-იან გაძვირებას ნიშნავს, ეს მაშინ, როცა „შავი ოქრო“ იმავე პერიოდში 37%-ით გაიაფდა და აპრილში 72%-იანი ვარდნაც დაფიქსირდა.

ოქროს გაძვირების ძირითად მიზეზად კორონა-კრიზისი და მის დასაძლევად ცენტრალური ბანკების მიერ დიდი ოდენობით ფულის ბეჭვდა სახელდება. კრიზისის ფონზე ინვესტორების ინტერესი გაიზარდა იმ ვალუტის მიმართ, რომელსაც ბოლო 5000 წლის განმავლობაში ღირებულება არ დაუკარგავს.