მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოქროს ფასმა $2000-იანი ნიშნული გადალახა

ოქრო გაძვირდა

ოქრო გაძვირებას განაგრძობს. 6 აგვისტოს უნციის (31.1 გრამი) ღირებულებამ $2065-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 გრამი 999 სინჯის ოქრო $66 – 205 ლარი ღირს.

ოქროს ამჟამინდელი ღირებულება ნომინალურ გამოხატულებაში აბსოლუტური რეკორდია, თუმცა მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით ფასი უფრო მაღალი 1980 წელს იყო, როცა უნცია ოქრო $670 ღირდა, რაც ამჟამინდელი კურსით $2096-ს უდრის.

მარტში ოქრო $1480 ღირდა, შესაბამისად, ბოლო 5 თვეში ძვირფასი ლითონი 40%-ით გაძვირდა.

ოქროს გაძვირების ძირითად მიზეზად კორონა-კრიზისი და მის დასაძლევად ცენტრალური ბანკების მიერ დიდი ოდენობით ფულის ბეჭვდა სახელდება. კრიზისის ფონზე ინვესტორების ინტერესი გაიზარდა იმ ვალუტის მიმართ, რომელსაც ბოლო 5000 წლის განმავლობაში ღირებულება არ დაუკარგავს.