მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ონალიან ვაჭრობა იკრძალება

ონლაინ ვაჭრობა

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შემდეგ, საქართველოში ონლაინ გაყიდვებიც შეიზღუდა. გამონაკლისი მხოლოდ სურსათია.

კორონავირუსის პანდემიის შეკავების მიზნით 21 მარტიდან საქართვეოლოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, თუმცა მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ონლაინ არხებით შეეძლოთ. 31 მარტიდან ეს შესაძლებლობაც მოისპო საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ტექნიკის, წიგნებისა და ყველა სხვა არასასურსათო მაღაზიას ონლაინ გაყიდვებიც ეკრძალებათ. საქართველოს მთავრობის დადგენილება #181-ში ონლაინ ვაჭრობა გამონაკლისების სიაში არ წერია.

საგანგებო მდგომარეობის დარევა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ფიზიკური პისისთვის 3000 და იურიდიული პირისთვის 15 000 ლარის ოდენობით.