მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანდემიამ მომხმარებელში უძრავი ქონების შეძენის განწყობა მკვეთრად შეამცირა - კვლევის შედეგები

კვლევის ფოტო

“არეა ჯგუფის” კვლევის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის შედეგად, 2020 წლისთვის უძრავი ქონების, კერძოდ საცხოვრებელი ფართის, შეძენით დაინტერესებული მომხმარებლების გადაწყვეტილება და განწყობა მკვეთრად შეიცვალა.

კომპანიის მმართველი პარტნიორის ნინო ჯინჯოლავას განცხადებით, კველევამ აჩვენა, რომ პანდემიამ მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

“ეს კვლევა, რეალურად, მომხმარებლის განწყობას ასახავს, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32.84% აპირებდა უძრავი ქონების შეძენას პანდემიამდე, მაშინ როდესაც კოვიდის შემდეგ, ამას მხოლოდ 18.76% აპირებს. თუ ამ მონაცემებზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოვიდამდე, საქართველოს მოსახლეობის (20 დან 65 წლამდე) 28.6%-დან 37.1%-მდე განიხილავდა უძრავი ქონების შეძენას კოვიდამდე, ხოლო კოვიდის შემდეგ ეს მაჩვენებელი 15.2%-დან 22.3%-მდე შემცირდა“. - აღნიშნავს ნინო ჯინჯოლავა.

კვლევის თანახმად, უძრავი ქონების შეძენა გადაიფიქრა გამოკითხულ ადამიანთა იმ 25%-მა, რომელიც 2020 წელს, კოვიდამდე ფიქრობდა საცხოვრებელი ფართის შეძენას, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის შეძენაზე ფიქრი დაიწყო 9%- მა, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას არ განიხილავდა მანამდე არ განიხილავდა.

“რეალურად, დღეს უძრავის ქონების ბაზარზე ასეთი ვითარებაა: 25% თავს იკავებს შეძენისგან, 66% შეფერხებების მიუხედავად, კვლავ ფიქრობს, რომ შეიძნეს და 9% დაემატა ისეთი, რომელიც აქამდე არ ფიქრობდა, თუმცა წელს ამ საკითხს განიხილავს, რადგან გარკვეული მოლოდინები აქვს საფასო პოლიტიკის დაფიქსირებისა და უძრავი ქონების გაიაფების მიმართულებით”, - აღნიშნავს ნინო ჯინჯოლავა.

აღნიშნული კვლევით დგინდება, რომ შექმნილი გარემოება მომხმარებლების ძირითადი ნაწილისთვის, (78%) შემაფერხებელი აღმოჩნდა.

უძრავი ქონების შეძენისას, შეფერხების ძირითად და თანაბრად მნიშვნელოვან მიზეზად განიხილება: დოლარის კურსის არასტაბილურობა, შემოსავლების შემცირება და ფართებზე ფასების კლების მოლოდინი.

რაოდენობრივი კვლევა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს შორის ონლაინ გამოკითხვის ფორმატით ჩატარდა.

გამოკითხულთა რაოდენობამ 469 რესპოდენტი შეადგინა, საიდანაც 98,2% ტერიტორიულად საქართველოში, ხოლო 1,8 % საზღვარგარეთ იმყოფება.