ეკონომიკა

პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია

ცვლილება პაშა ბანკის
დირექტორთა საბჭოში
1620215688
დაკოპირებულია

„პაშა ბანკის“ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 29 აპრილიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ შურღაია, რისკების დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად - ლევან ალადაშვილი, ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების და საოპერაციო დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად - გიორგი ჩანადირი.

„პაშა ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „პაშა ბანკს“ ტოვებს არდა იუსუფ არკუნი, რომელსაც 2018 წლიდან ბანკში გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

„პაშა ბანკში“ რისკების დირექტორის და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს ასაფ ჰუსეინოვიც, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობდა. არდა და ასაფი ფაშა ჰოლდინგში გააგრძელებენ მუშაობას.

პაშა ბანკის დირექტორთა საბჭო ამჟამად შედგება ოთხი დირექტორისგან:

✔️ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ შურღაია;
✔️ დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი - სელიმ ბერენტი;
✔️ დირექტორთა საბჭოს წევრი, რისკების დირექტორი - ლევან ალადაშვილი;
✔️ დირექტორთა საბჭოს წევრი, ინფორმაციული ტექნოლოგიების და საოპერაციო დირექტორი - გიორგი ჩანადირი.

„პაშა ბანკი“ საქართველოს ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ 1995 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების და კრედიტის სპეციალობით. ის ასევე ეკონომიკის მაგისტრია და ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.

ნიკოლოზმა კარიერა 1994 წელს საქართველოს ექსიმბანკში (შემდგომ გაერთიანებული ქართული ბანკი) დაიწყო, სადაც 2002 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2004 წელს ის მოსკოვში, ABN AMRO BANK-ის ვიცე პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა. 2005-2008 წლებში კი ლონდონში, EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფში ძირითადი ბანკირი იყო.

ნიკოლოზ შურღაია 2008-2009 წლებში თბილისში, VTB ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა; ხოლო 2009-2011 წლებში მას მინსკის Belarusky Narodny Bank-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციები ეკავა.

ნიკოლოზი 2012-2014 წლებში ბაქოში, Rabitabank-ის გამგეობის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016-2020 წლებში - Yelo Bank-ის.

ნიკოლოზ შურღაია 2011 წლიდან დღემდე აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და ყაზახეთში მომუშავე ფინანსური ინსტიტუტების(საქართველოს საფონდო ბირჟა, პაშა ბანკი საქართველო, Bank Moscow-Minsk, EvrotorgInvestBank, Caspian Financial Group) დამოუკიდებელი მრჩეველია.

„პაშა ბანკი ჩემთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი ორგანიზაციაა. 2015-2016 წლებში პაშა ბანკ საქართველოში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და მიხარია, რომ ახლა ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ერთი მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მეორე მხრივ, ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და საინტერესოა რთულ ეკონომიკურ პერიოდში სამშობლოში უცხოური ბანკის ხელმძღვანელობა. ამასთან, მუშაობის პირდაპირ ეფექტებთან ერთად საშუალება მეძლევა, სხვადასხვა მიმართულებით ვიყო სასარგებლო, მათ შორის, ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდა მენეჯერებს, რომლებიც მრავლად არიან ბანკში, განვითარებაში ხელი შევუწყო,“ - განაცხადა პაშა ბანკის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ.

„პაშა ბანკი“ ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.

„პაშა ბანკი“ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. „პაშა ბანკის“ ქვე ბრენდია რე|ბანკი, რომლის მიზანია, გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი ნატო-ს მოუწოდებს „ჩინეთის საფრთხი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს „ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირება განიხილება, რაც ნიშნავს იმას რომ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და აცრილი პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.

1623743147

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ერგნეთში ჩავლენ, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება.

1623741867

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623741518

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შესულიყო და შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623741424
პატრულის მანქანა - დეტალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გა...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის...

პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე - „ირაკლი ღარიბაშვილის ფ...

„ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ მარტივად მოვახერხეთ ვითარების გარდატეხა 2021 წლის 18 თებერვალს, გამომდინარე მისი წარსულიდან და იმიჯიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის გა...

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.