მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენსიის ზრდა ინფლაციას მიებმება

პენსია

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ანტიკრიზისული გეგმის შეღავათებზე საუბრისას პენსიების სამომავლო ზრდის წესი დაასახელა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით 1-ლი ივლისიდან როგორც დაგეგმილი იყო 70 წელს გადაცილებული პირების პენსია 250 ლარი გახდება, 2021 წლიდან კი ინდექსაციის მეთოდით პენსიის ზრდა ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე იქნება მიბმული.

70 წლამდე პირებს პენსია ინფლაციის პროცენტული ოდენობით, მინიმუმ 20 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს გადაცილებულებს კი ინფლაციას + ეკონომიკურიო ზრდის ტემპის 80%-ით, მინიმუმ 25 ლარით.