მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფასდაკლებამ საფრთხის შემცველი ვითარება გამოიწვია - ნათია თურნავა მოლებს მიმართავს 

თურნავა პომპეოს ვიზიტზე

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების გამკაცრების წინა დღეს ფასდაკლებებმა საფრთხის შემცველი ვითარება გამოიწვია. შესაძლოა, იგივე ვითარება იყოს წინასაახალწლოდ შეზღუდვების შერბილების დროს. 

„შეზღუდვების დაწესებამდე ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა განსაკუთრებით იმ დარგებთან, ვისაც შეზღუდვა შეეხო, მათ შორის მოლების წარმომადგენლებთან. მოლებმა თავად მოისმინეს ეპიდემიოლოგების არგუმენტები.

ჩვენ გავითვალისწინეთ მოლების პრობლემები. ზოგადად, ეს არა მხოლოდ მათი, არამედ ეკონომიკის პრობლემაა. შესაბამისად, ვაძლევთ საშუალებას, 24 დეკემბრიდან მოყოლებული, წინასაახალწლოდ ივაჭრონ. გარდა ამისა, ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ შეზღუდვების დაწესებამდე 1 დღით ადრე - აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. უკეთესად უნდა მოიფიქრონ, როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ფასდაკლების აქციამ და ეს აქტუალური იქნება თუნდაც, 24 დეკემბრის შემდეგაც. უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ ამ პროცესების მართვა“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მოლების წარმომადგენლებმა პროცესი პასუხისმგებლობით უნდა მართონ. თუნდაც, რიგების მართვის კუთხით.

„ფასადაკლების აქციამ გამოიწვია საფრთხის შემცველი ვითარება. აქედან გამომდინარე ეს არის ორმხრივი პროცესი - ერთი, რომ მთავრობა მაქსიმალურად ითვალისწინებს ბიზნესის, მათ შორის მოლების მოთხოვნებს, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ პროცესს და ახერხებენ ამ პროცესის მართვას არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ თუნდაც გარეთ, რიგების მართვაზე. ამ კონტექსტში მზად ვართ მათთან სასაუბროდ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შერბილებამდე მოლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, მათ კი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეპიდემიოლოგები უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ 1 კვირის პერიოდში რიგების პრობლემას გაუმკლავდებიან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔰 საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის არჩევა შეეძლება

🔰თბილისი 1 622, იმერეთი 517 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

🔰3 216 ინფიცირება, 3 937 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში