ეკონომიკა

ფერმერებისთვის ფასდაკლებული აგროდიზელის გაცემა დაიწყო

აგროდიზელი
10:26 პარ. 22 მაისი
დაკოპირებულია

შიდა ქართლში შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილზე გაეცნო.

„იმ შეღავათებით სარგებლობას, რაც სახელმწიფოს მიერ იქნა განსაზღვრული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებენ. პროგრამის მონაწილეები დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიიღებენ, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, 20 მაისიდან, „სოკარის” ავტოგასამართ სადგურებზე ფერმერები სახელმწიფო შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. 

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. ბარათით დიზელის შეძენა საბაზრო ფასთან შედარებით 1 ლარით ნაკლებად იქნება შესაძლებელი.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან - მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.

პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე -  არაუმეტეს 300 ლიტრის,  ხოლო 1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.

პრეზიდენტი ეკლესიაში

პრეზიდენტი: ვწუხვარ კობას გარდაცვალების...

„ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნ...
„ლევან იზორიამ შეხვედრა გა​მართა საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ მინისტრთან, მიქაელ კრეჩმერთან. ე...
20:55
„ყველანი დამწუხრებულები ვართ, კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველომ დაკარგა გ...
20:30
როგორც მან აღნიშნა, ოქტომბრიდან დაწყებული დღემდე იყო პოლიტიკური პროცესი და ფაქტობრივად, შეუძლებელი გ...
20:19
როგორც მან განაცხადა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასება მთავრობის მიერ ყოველდღიურად ხორციელდება. „...
20:07
პროკურატურის შენობა

პროკურატურა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ ი...

უწყების ცნობით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული პირები გამოცდის ჩატარების კონკ...
კონფლიქტი ადამიანებსა და გარეულ ცხოველებ...
„ალჯაზირა“ ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირზე წერს. [saleema-bano_o_h.jpeg] 58 წლის...
ნორვეგიამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და...
მათივე ინფორმაციით, ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციის მოქნილობისა და არსებული შ...
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინ...
ამ ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ გულრიფშის რაიონში 22 ათასი ტონა მანდარინი დაკრიფ...