ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სსფ-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრნენ

სსფ-ის ახალ აღმასრულებელ
დირექტორთან ონლაინ
შეხვედრა
1605791927
დაკოპირებულია

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერსს ვირტუალურ ფორმატში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციას ავრცელებს. 

ამავე ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მეშვიდე მიმოხილვის ფარგლებში ფონდის შემფასებელ მისიასთან შეთანხმებული საკითხები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პერიოდში, ასევე 2021 წელს ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში წარმატება უსურვა.

ხაზი გაესვა იმ ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაუწია.

პოლ ჰილბერსის განცხადებით, მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ის ხელმძღვანელობა და აღმასრულებელი საბჭო დეკემბერში განიხილავს და დამტკიცების შემდეგ საქართველოსთვის დამატებით დაახლოებით, 112.1 მილიონი აშშ დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.









ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

1623669165

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზს განმარტავს.

1623668492

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტრო გაჩერდა.

1623668295

ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი, ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

1623667895
ზურა გირჩი ჯაფარიძე

„ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევ...

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი.

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვაშ...

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან, გუდაუთის მახლობლად ზღვაში ნაღმი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის დას...

ბრიუსელში 14 ივნისს ნატოს სამიტი იწყება, აღნიშნულ სამიტზე მონაწილეობას ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ. შეხვედრაზე მხარეები „ნატო 2030 წლის“ ახალ მიზნებზე, ალიანსის გაფართოებაზე, მსოფლიოში არსებულ ეპიდემიაზე, ვაქცინაციის პროგრამასა და პრორუსულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.

დავით ზალკალიანი: ჩვენი საბოლოო მიზანი ნ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გურმანის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.